The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1975  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს; პარიზში, კოლაროსის აკადემიაში 1922-1927წწ.

1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1928 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად კ. მარჯანიშვილის თეატრში(ქუთაისი); გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"(1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"(1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი); ჯ. პუჩინის "ბოჰემა"(1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია); ჯ. ვერდის "ბალ-მასკარადი"(1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი); მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ძველი თბილისი"(1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი"(1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი"(1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), "პარიზის ერთ-ერთი კუთხე"(1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "თელავი"(1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), "ალაზნის ველი"(1954 საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), "იმერეთი"(1956, საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), "შემოდგომა"(1959, კერძო კუთვნილება, თბილისი; ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც; მას ეკუთვნის: ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი", ჰ. ლონგფელოს "ჰაიავათას სიმღერის", ვ. ჰიუგოს რომანის "კაცი, რომელიც იცინის", დ. კასრაძის ზღაპრის "ქალ-პეპელას" ილუსტრაციები; მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.298; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1960 - საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი სამშობლო : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება და სოვეტსკი ხუდოჟნიკ, 1973. - 4გვ.

გააზიარე: