შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მესხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს. 1941–1942წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას; 1942 წლიდან იყო ენიმკის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1943 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე; 1956 წლიდან ამავე კათედრის გამგე; 1961 წლიდან ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ–ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს; დიდ ყურადღებას უთმობდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიულ შესწავლას; იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევები"-ს II ტომის რედაქტორი, II და III ტომებში რიგი მნიშვნელოვანი თავების ავტორი; მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.-გვ. 603; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 83-84 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |