შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1981-1984წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელია; 1992-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2006-2009წწ. ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სტილისტიკა. 2010 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს პროფესორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროფესიულობა", დაიცვა 1991 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |