| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1981-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელია, 1992-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2006-2009 წლებში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სტილისტიკა; 2010 წლიდან იყო ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს პროფესორი. როგორც მოცეკვავის დებიუტი შედგა 1956 წელს მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის მოსკოვის ფესტივალზე, სადაც ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული "ქართული სიუიტა" შეასრულა, ამის შემდეგ იგი მოცეკვავედ მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ კადემიურ ანსამბლში, ცეკვავდა: "ფარცაში", "სამაიაში", "აჭარულ სიუიტაში", "დავლურში", "ოსურში"; 1964 წელს ანსამბლის დატოვების შემდეგ იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე. ფილოსოფოს გურამ თევზაძის მეუღლე და სოციოლოგ გიგი თევზაძის დედა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროფესიულობა", დაიცვა 1991 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.17; მეცნიერი ქალები: geowomen.wordpress.com; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.,.- გვ.201; რუსუდან ენუქიძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.- თბილისი, 2022.-2 ნოემბერი.-N169 (9507).- გვ.11; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

