| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ხომასურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1968-1972წწ. იყო ქ. მოსკოვის № 10 სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1972-1985წწ. საკავშირო მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1985 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 1998-2006წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე დააარსა რეპროდუქტოლოგიის კათედრის და იყო ხელმძღვანელი; 1996 წლიდან საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი, დირექტორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში; არის 551 სამეცნიერო შრომის, 10 სახელმძღვანელოს, 6 მონოგრაფიის, 3 გამოგონების ავტორი. 2024 წელს ი. ჟორდანიას სახელობის ყოფილი ინსტიტუტის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორმონალური კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა ჯირკვლებზე, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე", დაიცვა 1978 წელს. წყარო: არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი: reproinstitute.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

