შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1969 წელს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1997 წელს. 1973-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერ თამამშრომელი; 1973-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკი; 1991-1996წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-1999წწ. შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭოს" იურისტი; 1997-1998წწ. სს "კომპლექსის" გენერალური დირექტორი; 1998-1999წწ. ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2012წწ. შპს "თბილისის საარბიტრაჟო პალატა" - პარტნიორი, კოლეგიის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. სს "დელფი", სს "ბაგები-2002" - მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2005-2007წწ. ა(ა)იპ "მენაშენთა ასოციაცია", პრეზიდენტი; 2006-2007წწ. კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა - ასოცირებული პროფესორი; 2006-2008წწ. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია - ასოცირებული პროფესორი; "გაეროს განვითარების ფონდი" - საერთაშორისო კონსულტანტი (2010); 2010-2011წწ. ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - კოორდინატორი; "გაეროს განვითარების პროგრამა" - სამუშაო ჯგუფის წევრი (2011); "გარეროს განვითარების პროგრამა" - საერთაშორისო ექსპერტი (2011); 2011-2012წწ. ა(ა)იპ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი - საბჭოს წევრი, დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დიდუბის საარჩევნო ოლქიდან. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.410 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |