შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მანაგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1921 წლიდან; დაამთავრა თბილისის გიორგი ჯაბადარის თეატრალური სტუდია 1926 წელს; მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1938 წელს. 1927-1928წწ. იყო ქუთაისის დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1929-1931წწ. თბილისის მუშათა ახალგაზრდობის თეატრის ხელმძღვანელი; 1932 წელს თბილისის წითელი არმიის თეატრის რეჟისორი; 1934-1936წწ. მუშათა ახალგაზრდობის რესპუბლიკური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 1938 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში "ქართულიფილმი" რეჟისორად; რეჟისორია ფილმებისა: "ჭირვეული მეზობლები"(1945), "საბუდარელი ჭაბუკი"(1957), "კეთილი ადამიანები"(1961), "ხევსურული ბალადა"(1965), "ჯვარცმული კუნძული"(1968), "ვინ შეკაზმავს ცხენს"(1963), "წუთისოფელი"(1971), "თვალი პატიოსანი"(1976), "ყვავილი თოვლზე"(1959). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.505-506 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |