The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გრუზინსკი

პეტრე გრუზინსკი
ოფიციალური სახელი:პეტრე ბაგრატიონი
სხვა სახელი:თამარაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1920
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1984  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1933 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1945 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის; ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი, მათ შორის: "შურისმაძიებელი", "საყვარელი დისშვილი" და სხვ.; საოპერო ლიბრეტოებისა; დრამატული ნაწარმოებისა: "სასჯელის შიშით", "შემთხვევა ზღვაში", "ბრალდებული"; მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე"; ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა"; ოთარ თევდორაძის "ობელისკები"; აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისთვის დაიწერა; ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო" და სხვ.; მის სცენარებზე შეიქმნა ფილმები: "შეხვედრა მთაში", "საქართველოს რიტმები", და "საჩუქარი". 1955 წლიდან მუშაობდა კ/ს "ქართულ ფილმში". ბაგრატიონთა სამეფო გვარის პირდაპირი შთამომავალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.geსაინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალი: presa.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 37-38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: