შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1957 წელს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში; 1999–2006წწ. სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის საზღვარგარეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 2006–2011წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფია-გეოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტებზე, თბილისის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკა-სოციოლოგიის ფაკულტეტზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფია, დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი", დაიცვა 1999 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |