შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე თოფურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის ფაკულტეტი 1944 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე; კითხულობდა ლექციბს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1998–2004წწ. თეატრალური ინსტიტუტის პროფესორ-კონსულტანტი. 1961–2004 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ესთეტიკის განყოფილების გამგე. 1968 წელს მონაწილეობდა ესთეტიკის VI საერთაშორისო კონგრესის(უფსალა) და 1972 წელს ესთეტიკის VII საერთაშორისო კონგრესის(ბუქარესტი) მუშაობაში. იგი რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა", დაიცვა 1969 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |