შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1950 წლიდან მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტში, 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1986 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. მისი მეცნიერული კვლევის საგანი იყო შუა საუკუნეების ქართული ქვის ქანდაკება და მისი მიმართება ბიზანტიურ, სომხურ, დასავლეთ ევროპის სკულპტურასთან, მონუმენტური ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართული შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება. ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1980), პროფესორი(1983). მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისა და ქართულ-ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში და კონგრესებში. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: www.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |