The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ვირსალაძე

ელენე ვირსალაძე
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1977  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.

1936 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრას. მის  სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენდა ფოლკლორის აქტუალური საკითხები: მითოლოგიის პრობლემები, ეპიკურ ტრადიციათა თავისებურებები ფოლკლორში და სხვა. 1958 წელს გამოაქვეყნა "ქართველ მთლიელთა ზეპისიტყვიერება".  მას თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის ზეპირსიტყვიერების შეკრბისა და გამოქვეყნების საქმეშიც. გამოკვლევითა და მეცნიერული კომენტარებით გამოსცა "რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები" (ტ. 1-2, 1949-1958), მონაწილეობდა "ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების"(ტ. 1-3, 1960-1973) შედგენაში. მისი ნაშრომები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ზღაპრის გენეზისის პრობლემა", დაიცვა 1936 წელს.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ფონდის ბლოგი: geofolkcentre.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: