შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1962-1967წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას. მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში. დიალექტიკის ისტორიის მკვლევარი, მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, მარქსისტულ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს (ჰეგელი), ბურჟუაზიულ ფილოსოფიის (ნეოჰეგელიანელობა) ისტორიას; მისი მონაწილეობით შედგენილია სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |