შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1964 წელს. სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა ჟურნალში. 1964 წელს დაიწყო მუშაობა საქრთველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტად; 1969 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1978 წელს გახდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1997 წელს წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 2004 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის სექტორის ხელმძღვანელისს თანამდებობა დაიკავა. წლების გნმავლობაში ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2006 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ფილოსოფიის დოქტორი, ესთეტიკოსი, თეატრმცოდნე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფროიდის ხელოვნების თეორიის კრიტიკა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |