The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კუკავა

თამარ კუკავა
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1921
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 2007  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1942 წელს.

1946-1948წწ. მუშაობდა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1948-1952წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1952-1971წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1971-2006წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან სრულყოფილად იცოდა ძველი ბერძნული ენა. 30-მდე წიგნის და მრავალი სტატიის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პლატონის მოძღვრება იდეებზე და მისი კრიტიკა არისტოტელეს მიერ", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: მეცნიერი ქალები: geowomen.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.185

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1884 - შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: