The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1934  (85 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის კონსერვატორია 1952 წელს.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეოს საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი"(1958),  "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე"(1966), "იყო შაშვი მგალობელი"(1970), "პასტორალი"(1976), "ბასკთა ქვეყანაში"(1983), "მთვარის რჩეულნი"(1984), "პეპლებზე ნადირობა"(1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა"(1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა"(1959).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=68

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი
  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის)
  • 1995 - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია
  • 1993 - რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი"
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1968 - ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის "გიორგობისთვე")

ბიბლიოგრაფია

  • ლუი = Louis : კადრირება (ავტორი). - თბილისი, კენტავრი, (შპს "მწიგნობარის" სტ.), 2009. - 220გვ.. - ISBN: 978-9941-9059-4-0

გააზიარე: