შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გორგილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორგაძეები, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961წელს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის პიონერთა მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად; ბათუმის პიონერთა და მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკის დირექტორის მოადგილედ, 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად; 1992–1994წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში მშობლიურ სოფელ ხალაში ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი "ნედლი სალამური"; ავტორია პოეტური კრებულებისა: "დიდი თვალები" (1964), "ლირიკული პოემები" (1969), "ზღვიდან აკრეფილი კენჭები" (1970), "ლექსები" (1973), "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო" (1975), "სინაზე" (1977), "ლირიკა" (1979), "მოფერება" (1984), "ხატიმამული (1995), "ოჰოი ნანა" (1997) და სხვა; ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტორიული წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო; მის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი. 2008 წელს გორკის (შემდგომ იბერიის) ქუჩას მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელი. აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.94-95; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.149; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |