The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გორგილაძე

ზურაბ გორგილაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 2006  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზო, ბათუმი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილისოფელი გორგაძეები, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961წელს.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის პიონერთა მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად; ბათუმის პიონერთა და მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკის დირექტორის მოადგილედ, 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად; 1992–1994წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში მშობლიურ სოფელ ხალაში ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი "ნედლი სალამური"; ავტორია პოეტური კრებულებისა: "დიდი თვალები" (1964), "ლირიკული პოემები" (1969), "ზღვიდან აკრეფილი კენჭები" (1970), "ლექსები" (1973), "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო" (1975),  "სინაზე" (1977), "ლირიკა" (1979), "მოფერება" (1984), "ხატიმამული (1995), "ოჰოი ნანა" (1997) და სხვა; ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტორიული წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო; მის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი. 2008 წელს გორკის (შემდგომ იბერიის) ქუჩას მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელი. აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.94-95; არმური: armuri.georgianforum.comსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • 100 ლექსი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2007. - 123გვ.. - ISBN: 9789994093106
  • ხატიმამული : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2002. - 576გვ.
  • ერთტომეული : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, გამ-ბა აჭარა, 1998. - 408გვ.
  • შუადღე : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1988. - 271გვ.
  • ნედლი სალამური : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარის სახელგამი , 1961. - 63გვ.

გააზიარე: