The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1896
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1980  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-1914წწ; პარიზში რონსონის "თავისუფალ აკადემიაში" 1919-1926წწ.

1914-1919წწ. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში; 1919 წელს რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში(თბილისი); ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში; 1922-1925წწ. პერსონალური გამოფენები მოაწყო პარიზში; 1926-1932წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას; 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების გამოფენა; 1946 წელს მოხატა ქაშვეთის ეკლესიის კედლები; გამფორმებული აქვს არა ერთი სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის თეატრში; 1934 წელს დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი"; მას ეკუთვნის ასევე ილუსტრაციები სულხან–საბა ორბელიანის წიგნის "სიბრძნე სიცრუისა"; მისი ნამუშევრებია: "ლეგენდა თბილისის დაარსებაზე"(1946), "ყეენობა თბილისში"(1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "საკადრისი პასუხი"(1945, მხატვრის სახელოსნო), "კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება"(1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი), "სიმღერა მშვიდობაზე"(1951), "ბოროტი ოჯახი"(1929, მხატვრის სახელოსნო),"ფლიდი ცოლი"(1944, მხატვრის სახელოსნო), "ახალი და ძველი"(1932, მხატვრის სახელოსნო), "ვეფხის მკურნალი"(1934, მხატვრის სახელოსნო), "მაია სატრფოს მოლოდინში"(1940, მხატვრის სახელოსნო),  "საქორწინო განბანა"(1942, მხატვრის სახელოსნო), "ეთერი სარკის წინ"(1940, მხატვრის სახელოსნო) "გოგონები საყვარელ ნაკადულთან"(1943, კერძო კუთვნილება); განსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერია – "საზიზღარი ქვეწარმავალნი"(1942, მხატვრის სახელოსნო), "ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა"(1943, მხატვრის სახელოსნო), "აგრესორის ულტიმატუმი"(1942, მხატვრის სახელოსნო).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველ პოეტთა ჯგუფი "ცისფერყანწელები", წევრი (1914-1918)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1966 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1950 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: