The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვი

რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვი
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1981  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი 1909 წელს; პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს.

1909-1917წწ. მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. რუსეთის იმპერიაში პირველი ქალი, რომელმაც "საუნივერსიტეტო ნიშანი" მიიღო. შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974წწ. იყო ამ კათედრის გამგე. პროფესორი (1933).  იგი მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.292

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: