The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე მაჭავარიანი

ელენე მაჭავარიანი
სხვა სახელი:ლელიკო  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს.

 1958 წელს მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1968 წელს ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1988 - წამყვან მეცნიერ თანამშრომელად, 2004 - მეცნიერ-მკვლევარად. 2009 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელად; 1973-2004წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგია. კითხულობდა ლექციების კურსს: "ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობა", 2000- თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პედაგოგია, სალექციო კურსები: "ხელნაწერი წიგნის სამინიატურო ხელოვნება" და "ქართული დამწერლობა". შემდგომ მუშაობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის ქართულ-ბიზანტიური, ქართულ-სომხური ხელოვნების და ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე. მუდმივად მუშაობდა ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის წიგნსაცავებში ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერებზე; მოსკოვის ხელნაწერი წიგნის სარესტავრაციო განყოფილებებთან. არის 47 სამეცნიერო ნაშრომისა და 7 წიგნის ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნის გაფორმება, ასლების გადაღება ორნამენტებიდან, მინიატურებიდან, ძველი დამწერლობის წიგნებიდან. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII-XIIIსს. ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერთა ურთიერთმიმართებისთვის", დაიცვა 1964; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XI-XIV სს. ქართული ოთხთავის სისტემა", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (1988-2006)
  • თბილისის საერთაშორისო მასშტაბით გამართული I და II კონკურსები -"ქართული კალიგრაფია", ჟიურის წევრი (2010-2011)
  • თბილისის საქალაქო მასშტაბით გამართული კონკურსი "ქართული კალიგრაფია", ჟიურის თავმჯდომარე (1995-)
  • მხატვარ-კალიგრაფისტთა კავშირი, წევრი (2010-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგია, წევრი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - პარნასის სიგელი
  • 2009 - კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია
  • 1970 - ივანე ფეოდოროვის სახელობის დიპლომი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: