Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1951-1952წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა "სახელგამის" უფროსი რედაქტორი; 1952-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასისტენტი; 1958-1970წწ. დოცენტი; 1970 წლიდან პროფესორი; 1957-1959წწ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-2005წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-დან მეცნიერ-კონსულტანტი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: "ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები"(1956), "სალიტერატურო ენა და მწერლობა"(1962); "რა გქვია შენ?(1966;1971: 1982; 2003), "ლიტერატურული წერილები"(1975), "მადლი დედაენისა"(1982), "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ"(1983,2000), "მყოფადი ქართველურ ენებში"(1986) და სხვ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სვანური ენის ლენტეხური კილოს ფონეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მყოფადი ქართველურ ენებში", დაიცვა 1968 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |