შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ წუწუნავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1983-1988წწ. - გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოოგიისა და გეოქიმიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. - მეციერ თანამშრომელი; 1997-2008წწ. - პეტროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოოგიის, პეტროლოგიის, და გეოქიმიის კათედრის პედაგოგი. ავტორია საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, 1 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 მონოგრაფიის თანავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის და აწგარის ტექტონიკური ზეწრის რეგიონული მეტამორფიზმის მწვანე ფიქლების ფაციესის მეტამორფიტების პეტროლოგია", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის დაბალტემპერატურული რეგიონული მეტამორფიზმი", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.159 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |