The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ წუწუნავა

თამარ წუწუნავა
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1983-1988წწ. - გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოოგიისა და გეოქიმიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. - მეციერ თანამშრომელი; 1997-2008წწ. - პეტროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოოგიის, პეტროლოგიის, და  გეოქიმიის  კათედრის პედაგოგი. ავტორია საერთაშორისო ჟურნალებში  გამოქვეყნებული 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, 1 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 მონოგრაფიის თანავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის და აწგარის ტექტონიკური ზეწრის რეგიონული მეტამორფიზმის მწვანე ფიქლების ფაციესის მეტამორფიტების პეტროლოგია", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის დაბალტემპერატურული რეგიონული მეტამორფიზმი", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.159

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფესიონალ ქალთა ასოციაცია, წევრი (2009-)
  • საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭო, წევრი (2006-)
  • საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2008-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: