The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია წკეპლაძე

ნათია წკეპლაძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს.

გაიარა TACIS-ის სახელმწელმწიფო მოხელეთა კოლეგიის და რ. ვალენბერგის ინსტიტუტის კურსები. 1991-1992წწ. იყო იურიდულ გაზეთ  "ცხოვრება და კანონის" შტატგარეშე  კორესპონდენტი; 1992-1997წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების ინსპექტორი, ექსპედიციის გამგე, სამართლებრივი ინფორმატიკისა და სისტემატიზაციის განყოფილების კონსულტანტი; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2004წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე;  2001 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ექსპერტი სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალში; 2005 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2006 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი, UNDP-ის ექსპერტი ადმინისტრაციულ სამართალში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიოს მოსამართლეთა ასოციაცია, წევრი (2005-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (1994-)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: