The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გელოვანი

დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის ექიმ–ეპიდემიოლოგი; 1979–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1982–1990წწ. ეპიდემიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია; ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ექიმი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბაქტერიული დიზენტერიის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.60

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: