შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1953–1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1968–1961წწ. ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1962 წელიდან იყო საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1968 წლიდან კათედრის პროფესორი; 1973–1994წწ. კათედრის გამგე, 1994 წლიდან კათედრის პროფესორია. ავტორია 138 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 21 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პედიატრიული ნევროლოგიის დაარსება და განვითარება. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კუჭის სეკრეტორული ფუნქციის შესცავლისათვის ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის კლინიკისა და პრედნიზოლონით მკურნალობის საკითხისათვის ბავშვებში", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.61; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |