The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჟღენტი

ვლადიმერ ჟღენტი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1972  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფიჩხისჯვარი (ახლანდ. მზიანი), ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

1922–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ ანატომიის კათედრები ზოოვეტერინარულ (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი. შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა). პათოლოგ ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, 1925 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი.

წყარო: http://science.org.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1950-1972)
  • საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება , თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: