შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წვერი, ქარელის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1888 წელს. მუშაობდა სახაზინო პალატაში; საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში; საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში; ახალციხის მომრიგებელ მოსამართლედ; 1905-1907წწ. ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად; 1906 წელს იყო თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მმართველი; იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს; აღსანიშნავია ნაშრომები: "მთიულეთი " (1804), "ამბოხება კახეთისა" (1812), "დიდებული მესხეთი" (1914), "მთის არწივი, შამილი" (1914). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.359 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |