The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ყიფშიძე

ალექსანდრე ყიფშიძე
სხვა სახელი:ფრონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1916  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წვერი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1888 წელს.

მუშაობდა სახაზინო პალატაში; საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში; საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში; ახალციხის მომრიგებელ მოსამართლედ; 1905-1907წწ. ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად; 1906 წელს იყო თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მმართველი; იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს; აღსანიშნავია ნაშრომები: "მთიულეთი " (1804), "ამბოხება კახეთისა" (1812), "დიდებული მესხეთი" (1914), "მთის არწივი, შამილი" (1914).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.359

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაზეთი "საქართველო", ერთ–ერთი დამფუძნებელი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: