The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნიკო მარი

ნიკო მარი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ მარი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1864
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1934  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:არქეოლოგი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების აგდილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1890 წელს.

1891 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი; 1894-1896წწ. მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში; 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი; 1924-1930წწ. ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში; მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ.კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე; დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში; გამოაქვეყნა – "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები", "ჭანურის გრამატიკა", "ძველი ქართული სალიტერატურო ენა"; რიგი საინტერესო წერილებისა სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ; გამოკვლევები უძღვნა კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს; პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით "აბდულმესია" და "თამარიანი"; საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას; მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II–ის(ძვ.წ 760–730) ცნობილი სოლისებური წარწერა.

1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpuf
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი - See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=166&info_id=2450#sthash.O40lrixS.dpufპეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტიპეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერებათა აკადემია, ვიცე პრეზიდენტი (1930-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: