The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გზირიშვილი

დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 2003  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1946–1970წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970–1973წწ. უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის დოცენტი; კათედრის ასპირანტის საკვალიფიციო თემის ხელმძღვანელი. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "კუჭის ექსკრეციული ფუნქციის საკითხისათვის" (1957). უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"კუჭსა და თირკმელებს შორის ურთიერთ დამოკიდებულების საკითხი", დაიცვა 1957 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს უროლოგთა საზოგადოება, გამგეობის თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: