The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია II (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ილია II
ოფიციალური სახელი:ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1933  (92 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ.  ვლადიკავკაზი.

დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს.

1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში  ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა  ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წელის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში;  1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპსკოპოსად1963-1972წწ. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცაბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები; ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა - 53-მდე; სასულიერო პირთა - 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

საკანდიდატო დისეტრაციის თემა – "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980.-გვ.106; orthodoxy.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)
  • ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, პრეზიდენტი (1978-1983)
  • კრეტის სასულიერო აკადემია, საპატიო წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება
  • წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
  • ბულგარეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარია, ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება
  • საბერძნეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • იერუსალიმის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • ანტიოქიის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • ალექსანდრიის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • რუსეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო
  • მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: