The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გიგინეიშვილი

დავით გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს.

1989–1991წწ. იყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის ასპირანტი; 1992 წლიდან პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფტოლოგიური ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტემენტში; 2001–2002 წლები როგორც კიბოს კვლევის საერთაშოირისო სააგენტოს (IARC) სტიპენდიანტმა გაატარა ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის სკოლის (ბალტიმორი, აშშ) ონკოეპიდემიოლოგიურ კათედრაზე; 2004 წელს წაიკითხა ლექცია ნეიროფსიქიატრიაში აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია); ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელებიც ეხება ეპილეფსიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხს, ეპილეფსიის ნეიროფსიქიატრიულ ასპექტებს, ნევროტულ (სომატოფორმულ) დარღვევებს, ნეიროონკოლოგიის ეპიდემიოლოგიას და სხვა; ხელმძღვანელობს ნევროლოგიაში კლინიკური ორდინატურის ეპილეფტოლოგიურ და ნეიროფსიქიატრიულ მოდულებს; მის სახელს უკავშირდება საქართველოში ნეიროფსიქიატრიის განვითარება და პირველი საპილოტე  ნეიროონკოლოგიური რეესტრის დაარსება. 1985 წლიდან როგორც კინო და შემდგომ მუსიკის კრიტიკოსი აქვეყნებს წერილებს ქართულ პრესაში (2017 წლამდე 50–ზე მეტი), აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალში "საქართველოს ბიბლიოთეკა". არის ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპრატამენტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძილის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები ისტერიული ნევროზით შეპყრობილ ლატერალიზებული სენსომოტორულ დეფექტის მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა – "სომატოფორმული აშლიობანი ნევროოგიურ კლინიკაში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა აკადემია (EAN), წევრი (1998-)
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა (ILAE), წევრი (1998-)
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის ნეიროფსიქიატრიული კომისიის (Commission on Neuropsychiatry of the ILAE) ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების სამუშაო ჯგუფის (PNES Task Force) , წევრი (2014-)
  • ეპილეფსიის ევროაკადემია (EUREPA), წევრი
  • კიბოს კვლევის ევროპული ასოციაცია (EACR), წევრი (2004-)
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: