| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1953წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, იყო 1953–1955წწ. ასპირანტი, 1955–1959წწ. ასისტენტი, 1959–1969წწ. დოცენტი, 1969–1973წწ. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის გამგე; 1959-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი; 1961-1969წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1969-1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის პროფესორი; 1973-1987წწ. ამავე კათედრის გამგე; 1987-2003წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის პროფესორი; 2003 წლიდან დამსახურებული პენსიონერი. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს 3 სახელმძღვანელო და რამდენიმე მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესში "ექიმები ატომური ომის გარეშე" (1986, გფრ). დაჯილდოებული იყო სახელობითი მედლით, მადლობებითა და სიგელით. საქართველოს სამედიცინო რადიოლოგიის სკოლის ერთ–ერთი დამაარსებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ექიმი–რენტგენოლოგი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Радиоизотопная диагностика функции щитовидной железы", დაიცვა 1960 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.68; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.693-696; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

