The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თოიძე

გივი თოიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ თოიძე
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 2022  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს.

ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1995 წლიდან არის პროფესორი; მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია – "ზამთარი"; სერია მოგზაურობის თემებზე – "მეთევზეები", "ხევსურეთი", "მთათუშეთი"; ქალაქური პეიზაჟები – "ძველი თბილისი", "ნარიყალა"; მისი ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია); მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში; ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.83; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts: facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1988 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: