შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოქროპირ გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1956წწ. იყო მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო ექიმი; 1961–1965წწ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგე; 1965–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1976–1985წწ. ინტერნატურისა და სასწავლო პრაქტიკების დეკანი; 1980 წლიდან ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1982). თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ფუნქციური მდგომარეობა წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.72; aversi.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |