The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოქროპირ გოგიბერიძე

ოქროპირ გოგიბერიძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1956წწ. იყო მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო ექიმი; 1961–1965წწ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგე; 1965–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1976–1985წწ. ინტერნატურისა და სასწავლო პრაქტიკების დეკანი; 1980 წლიდან ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1982). თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ფუნქციური მდგომარეობა წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.72; aversi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • თბილისისა და საქართველოს რესპუბლიკურ თერაპევტთა გამგეობა, წევრი (1968-1988)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: