The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან გოგილაშვილი

ქეთევან გოგილაშვილი
Date of birth:12 June, 1963  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1986 წელს.

1986–1987წწ. იყო  რესპუბლიკის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–ინტერნი; 1987–1988წწ. ხაშურის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის  ექიმი–სტომატოლოგი; 1988–1991წწ. მუშაობდა თბილისის N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1993-1995წწ. ამავე კათედრის სტაჟიორ–პედაგოგი; 1995-2000წწ. აღნიშნული კათედრის ასისტენტი; 2000-2005წწ. დოცენტი; 2005-2006წწ. სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2009-2010წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2013წწ. სტომატოლოგიური კლინიკა "ცედექსის" კლინიკური ხელმძღვანელი; 2014 წლიდან შპს. ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დამფუძნებელი, კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიულ სტომატოლოგიაში; 2016 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. სტაჟირება გაიარა ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის  უნივერსიტეტები - პარი 6, პარი 8, კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (თურქეთი), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია). ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (იტალია), რიეკას საუნივერსიტეტო კლინიკა (ხორვატია). ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 8 სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის: "თერაპიული სტომატოლოგია" (1997), "ენდოდონტია" (1998), "ენდოდონტიის საფუძვლები" (2009), "ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია" (2012), "ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია" (2016), "სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო" (2016), "პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო" (2016), "ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია" (2017). 2010 წელს გადაეცა საერთაშორისო ორგანიზაცია (ABI) ოქროს მედალი სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; 2010 წელს გახდა სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" საპატიო წევრი. ექიმი-სტომატოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს.

სადოქტორო დისერტაციის ტემა -  "კარიესის ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.72

Member of Organizations

  • FDI-ERO ევროპის რეგიონალური ასოციაცია, წევრი (2003-)
  • ამერიკის დენტალური ასოციაცია - (ADA), წევრი (2009-)
  • პიერ ფოშარის საერთაშორისო აკადემია, წევრი (2009-)
  • სამეცნიერო-კვლევით ცენტრი "რადიქსი", საპატიო წევრი (2010-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2014-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2006-2014)
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის "International Association of Lions Club", პრეზიდენტი (2014-2015)
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის "International Association of Lions Club", წევრი (2005-)
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია (FDI), წევრი (1999-)
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, გამგეობის წევრი (2016-)
  • სტომატოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, მდივანი

Bibliography


Share: