The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ლეჟავა

ჯუმბერ ლეჟავა
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 2014  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1966 წელს.

1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992წწ. დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში(რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.). 1993-2003წწ. ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტრაქტიდას; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს "მოგზაური დიპლომატის" სტატუსი(1993); გადაიღო 50000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7000 გვერდიანი დღიური.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - მსოფლიო სპორტსმენის დიპლომი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: