The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



რეზო ჩხეიძე

რეზო ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:რევაზ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 2015  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში 1943-1946წწ; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1954წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა"(1955). 1963-1973წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე; გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო"(1956), "მაია წყნეთელი"(1959), "განძი"(1961), "ზღვის ბილიკი"(1962), "ჯარისკაცის მამა"(1964), "ღიმილის ბიჭები"(1969), "ნერგები"(1972), "მშობლიურო ჩემო მიწავ!"(1980).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, მდივანი (1963-1981)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევა, დეპუტატი
  • ქართული ერთობის დარბაზი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2014-2015)
  • ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, პრეზიდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ლენინური პრემია, ფილმისთვის "მშობლიურო ჩემო მიწავ!"
  • 1981 - ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, დიპლომი
  • 1973 - ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები"
  • 1973 - მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები"
  • 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • 1965 - სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"
  • 1965 - კორკშის(ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"
  • 1965 - სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"
  • 1965 - რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"
  • 1961 - დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "განძი"
  • 1957 - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია, დიპლომი, ფილმისთვის "ჩვენი ეზო"
  • 1956 - კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო", "მაგდანას ლურჯა"
  • 1956 - ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალი, I პრემია, ფილმისთვის "მაგდანას ლურჯა"
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: