The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ელენე ბაბუნაშვილი

ელენე ბაბუნაშვილი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2013  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე; 1984 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგე; იკვლევდა ქართული ენის ისტორიის, ქართულ-სომხური ენობრივი ურთიერთობის, ქართული გრამატიკული აზროვნების ისტორიულ საკითხებს; შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები ქართული ენის შემსწავლელ უცხოელთათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1990-)
  • საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, წევრი (1984-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: