The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბარათაშვილი

მიხეილ ბარათაშვილი
სხვა სახელი:მიხეილ ბარატაევი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1784
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 1856  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, კოლექციონერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიმბირსკი.

1820-1835წწ. იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ 1812 წლის ომში. 1826 წელს დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მასალის უქონლობის გამო მალე გაათავისუფლეს. შემდეგში იგი კავკასიაში გაამწესეს, სადაც საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. ამ  წლებში ეყრება საფუძველი მის გატაცებას ქართული ანტიკვარული და ნუმიზმატიკური მასალით. საქართველოში მან 4 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მოახერხა ქვეყნის ფარგლებში მიმოფანტული ქართული ფულის უნიკალური კოლექციის შეგროვება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო არა მარტო მის კაპიტალურ ნაშრომს, არამედ სხვა მეცნიერთა გამოკვლევებსაც. ქართულის გარდა მან შეაგროვა ბერძნული, რომაული, არაბული, თურქული, ირანული და სომხური მონეტები.  მის ნაშრომში "ნუმიზმატიკური ფაქტები ანუ ძველნი ფულნი საქართველოს სამეფოსანი", მოცემულია ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიას. მან გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ.  წიგნისთვის  "ნუმიზმატიკური ფაქტები ანუ ძველნი ფულნი საქართველოს სამეფოსანი" (გამოიცა სანკტ-პეტერბურგში 1844 წელს რუსულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე). ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი, დაჯილდოებული იყო სამხედრო ორდენებით. მიღებული აქვს "საიდუმლო მრჩეველის" ხარისხი (1839).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 1977.-გვ.199; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.21-22

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიიერკავკასიის სტატისტიკური კომიტეტი, წევრ-კორესპოდენტი (1840-)
  • ბერლის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • დანიის სამეფოს ჩრდილოეთ ანტიკვართა საზოგადოება, წევრი
  • კოპენჰაგენის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღები", დამაარსებელი
  • პარიზის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოება, დამაარსებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: