შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა შაინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რაქვთა, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1984 წელს. 1979 წლიდან პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში: "ლიტერატურული საქართველო", "ცისკარი", "განთიადი", "ჩვენი მწერლობა", "ენიგმა", "ენა და კულტურა" და სხვ. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "ლურჯი ბალახი" (1989), "მე და შენ" (1993), "კრიალოსანი" (1997), "იების მთვარე" (2000), "მზებუდობა" (2000), "უკვდავების ყვავილი" (რომანი, მოთხრობები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, 2004), "გრამატიკა თევზებისათვის" (2014), "ვინ-მე-არა-ვინ" (2019). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. ავტორია ოცზე მეტი სამეცნიერო სტატიისა, არის 4 პოეტური კრებულის ავტორი და ათზე მეტი გამოცემის თანაავტორი. მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. რამდენიმე მათგანზე შექმნილია სიმღერები. 1992-1993წწ. გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათ შორის მეტად საინტერესო მონოგრაფიები: "ყველაფერი და არაფერი" (პოეტ ზურაბ გორგილაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, 2016) და "იმ დიდი სახლის მახსოვს ასული" (მხატვრულ - დოკუმენტური მატიანე, 2011). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხელვაჩაურის რაიკოოპერატივში სხვადასხვა თანამდებობაზე; ხელვაჩაურის რაიონის პიონერთა სახლის მეთოდისტად და სხვადასხვა წრის ხელმძღვანელად; ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის რედაქციაში კორესპონდენტად; იყო ახალგაზრდა მწერალთა ორგანიზაცია "ანაშხალის" პრეზიდენტი და ამავე სახელწოდების გაზეთის მთავარი რედაქტორი; ხელვაჩაურის სამედიცინო სასწავლებლის მთავარი სპეციალისტი და ქართული ენის მასწავლებელი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის კონსულტანტი, ბათუმის ერთაშორისი ინსტიტუტის - "მეგობრობის" - ჟურნალისტიკის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; გამომცემლობა "ლაზარეს" მთავარი რედაქტორი. ამჟამად, მიწვეული პროფესორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად, ახალგაზრდა მწერალთა სექციის ხელმძღვანელად. 2012 წელს მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |