შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გრიგალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წრომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის მეორე სამედიცინო ტექნიკუმი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1941 წელს. 1941–1943წწ. მუშაობდა ჭიათურის პოლიკლინიკაში ექიმ–სტომატოლოგად; 1943 წლიდან მსახურობდა 2019–ე სპეციალიზებულ საველე ევაკოჰოსპიტალში ყბა–სახის ქირურგად ვოლხოვის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე; 1946–1947წწ. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად, ქირურგად; 1947–1951წწ. სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტურაში, არის რესპუბლიკური სტომატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1953–1985წწ. იყო სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1962 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1970 წლიდან დოცენტი. 1979 წელს დაინიშნა ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის გამგეთ; 1984 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე როგორც გამონაკლისს, მიენიჭა პროფესორის წოდება. არის ექიმი–ქირურგი–სტომატოლოგი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.80; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.54 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |