The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მუხაძე

გრიგოლ მუხაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1879
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1948  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს.

1911 წელს იგი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს ქ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი გადმოყავთ თბილისში და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად ნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობს. პარალელურად, იგი არ წყვეტს მეცნიერულ კვლევა-ძიებას. 1932 წელს მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წ. მისივე ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად და რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. გრ. მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე ინიციატორი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის შექმნისა ქ. თბილისში. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი; ცამეტი წელი იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი 1925-1937). 1946 წელს შექმნა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტს, მან საფუძველი ჩაუყარა ქირურგიის ყველა დარგის განვითარებას საქართველოში.   

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-ჯვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1947-1948)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: