Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ნათაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით 1927 წელს. მუშაობა იქვე, ფსიქოლოგიის კათედრაზე დაიწყო. 1950 წლიდან იყო ამ კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც: ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის გამგედ, სატრანსპორტო ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სექტორის გამგედ, გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რ. ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, აღქმის კონსტანტობის ფსიქიკური საფუძვლები, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.298 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |