შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ნათიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტი 1905 წელს. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; 1919-1920წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი; 1921-1930წწ. განაგებდა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას; 1923-1925წწ. ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია; 1930-1932წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1944-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე; 1946-1950წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წლიდან ატარებს მის სახელს. მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1917), პროფესორი(1918). გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ნაწლავების ანატომიას. დაამუშავა ანატომიური და ჰისტოლოგიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. გამოსცა ადამიანის ნორმალური ანატომიის, პლასტიკური ანატომიისა და შინაურ ცხოველთა ანატომიის და სხვ. სახელმძღვანელო. წყარო: ალექსანდრე ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი: morphology.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |