The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნათიშვილი

ალექსანდრე ნათიშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 1959  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტი 1905 წელს.

1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; 1919-1920წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი; 1921-1930წწ. განაგებდა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას; 1923-1925წწ. ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია; 1930-1932წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1944-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე; 1946-1950წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წლიდან ატარებს მის სახელს. მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1917), პროფესორი(1918). გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ნაწლავების ანატომიას. დაამუშავა ანატომიური და ჰისტოლოგიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. გამოსცა ადამიანის ნორმალური ანატომიის, პლასტიკური ანატომიისა და შინაურ ცხოველთა ანატომიის და სხვ.  სახელმძღვანელო. 

წყარო: ალექსანდრე ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი: morphology.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობა, წევრი (1949-1959)
  • ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე (1924-)
  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1952-1959)
  • საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1926-1932)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1940 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: