The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1750
გარდაცვ. თარიღი:1802  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მონაწილეობდა ქართლის თავადების მიერ ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც სასტიკად დასაჯეს; 1771 წელს პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა; 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II-ის თხოვნით ამილახვარი შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა; 1801 წელს ამნისტიით განთავისუფლდა; რუსეთში ყოფნისას დაწერა პოლიტიკური პამფლეტი "გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე", რომელიც 1779 წელს პეტერბურგში  რუსულ ენაზე გამოიცა; საინტერესოა მისი პოლიტიკური ტრაქტატი "ბრძენი აღმოსავლეთისა", რომელიც ეძღვნება სოლომონ I-ს; მას ეკუთვნის ასევე დრამატული ნაწარმოები, კომედია "მოქმედება ასტრახანსა შინა", რომელიც მის პირად თავგადასავალს მოგვითხრობს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 391

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: